სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ლამპარი“, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, ბავშვები ექიმის საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიას გაეცნენ.
თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა ნამდვილი ექიმების როლი მოირგეს, ჩაიცვეს სპეციალური ფორმები და სათამაშო სამედიცინო ინსტრუმენტების დახმარებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმულაციური პროცედურები ჩაუტარეს. აქტივობამ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თავი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის როლში წარმოედგინათ, აღმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოეყალიბებინათ პროფესიული ინტერესები, რაც მომავლის შესახებ უფრო თავდაჯერებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

