View Post

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ტრენინგი პირველადი დახმარების თემაზე ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ თანამშრომლებისთვის

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია რობაქიძემ, ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ თანამშრომლებს პირველი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პირველი დახმარების ცოდნის ძირითადი საფუძვლების მიწოდება და აუცილებელი უნარების განვითარება. ტრენინგი ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფ და ეფექტურ რეაგირებაში.

მონაწილეები გაეცვნენ გულის და ფილტვის რეანიმაციის (გფრ) და სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის დროს მოქმედების წესებს, ასაკობრივი ჯგუფების თავისებურებებს, სისხლდენის შეჩერების დროს მოქმედების პროტოკოლს და იმსჯელეს დაზარალებულის უსაფრთხოების ღონისძიებებზე. ორაგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალს საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგისთვის.