სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ სერვისით მოსარგებლეები სამტრედიის საცხენოსნო კლუბს ესტუმრნენ და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს ერთად.
ბავშვებმა დაათვალიერეს ცხენები, გაეცნენ მათი მოვლის პროცესს და ყოველდღიურობას.
მათთვის, ცხენით სერინობა ყველაზე ემოციური, განსაკუთრებული სიხარულით და დადებითი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
მსგავსი აქტივობები და ახალი გამოცდილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების სოციალურ – კომუნიკაციური უნარების განვითარების პროცესში და დადებითან აისახება მათ ემოციურ განწყობაზე. ორგანიზაცია მადლობას უხდის სამტრედიის საცხენოსნო კლუბს მხარდაჭერისა და თბილი მასპინძლობისთვის!

