თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ სერვისით მოსარგებლეებს, მესამე საბავშვო ბაღის მეთოდისტმა ქეთევან ჯაბიძემ „მახინჯი იხვის ჭუჭულის“ ზღაპარი წაუკითხა. „ზღაპრის დღე“ ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი აქტივობაა, ზღაპრის სამყაროში მოგზაურობა უამრავი სიხარულის, ღიმილისა და თბილი ემოციის მომტანია მათთვის.

