ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ემსახურება მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განვითარების შეფერხების რისკის მქონე, განვითარების დაყოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს და მიზნად ისახავს ბავშვთა შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ვის შეუძლია ისარგებლოს სერვისით?
0–დან 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების რისკის მქონე, განვითარების დაყოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.
ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში ჩასართავად?
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
მის: მცხეთა, სამხედროს ქ. #13
რას ვთავაზობთ ბავშვებს და მათ ოჯახებს?
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მის: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი საგურამო/ცენტრი „იალონი“
598 598 493
0431 25 13 33
contact.head.ge@gmail.com
