ბარაქიანმა შემოდგომამ თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრშიც „საპოვნელა“ შეაბიჯა და ათასფერ ფერებად ააკაშკაშა დღის ცენტრის გარემო.
აქაც ხვავიანად იყო წარმოდგენილი ქართული ტრადიციების, სამზარეულოს და კულტურის ნაზავი – თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება ტრადიციული ჟრიამულით და მხიარულებით. ორგანიზაციის ადმინისტრაცია მადლობას უხდის დღის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, მშობელს და ბავშვს შთამბეჭდავი წუთების შექმნისთვის.

