18 ოქტომბერს, ორგანიზაციის “ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის” სპეციალისტები ესწრებოდნენ დისლექსიის ასოციაციისა და დისლექსიის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ პირველ კონფერენციას თემაზე: “დისლექსია – არსებული სერვისები და გამოწვევები”.
კონფერენციის მიზანი იყო სფეროში არსებული გამოცდილებისა და პრობლემების განხილვა, ასევე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება ეფექტური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის.

