შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა, ამ დროს ჩვენი დღის ცენტრების აღსაზრდელები, სხვადასხვა აქტივობებით ხვდებიან და შემოდგომის ხავერდოვან და ფერად სადღესასწაულო განწყობას იქმნიან.
ტრადიცია არც წელს დაირღვა, წლის ყველაზე ყვითელი და ბარაქიანი სეზონი, ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ პედაგოგებმა და ბავშვებმა საოჯახო ტიპის მარანში “ნაძველი” აღნიშნეს.
მათ რთველში მიიღეს მონაწილეობა, საწნახელში ყურძენიც მოწურეს, დიდი ჟრიამულით მოადუღეს თათარა და ჩურჩხელები ამოავლეს.
დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა და დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის კიდევ ერთი დღე გაფერადდა. ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის Marani Nadzveli Onise Kbilashviliს მხარდაჭერისთვის.

