ქუთაისის, თერჯოლის, სამტრედიის და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეების სტუმრობა საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბაზაზე

დღეს, ძალიან საინტერესო და ბევრი დადებითი ემოციით სავსე დღე იყო ქუთაისის, თერჯოლის, სამტრედიის და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებისთვის.

ისინი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ესტუმრენ, დაათვალიერეს მათი სავარჯიშო ბაზა, შეხვდნენ ცნობილ ფეხბურთელებს, დაესწრნენ ვარჯიშს და მათთან ერთად, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ბურთი გააგორეს“, შეხვედრის ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ამ დღეს მიღებული ემოციები ჩვენს ბავშვებს დიდხანს გაყვებათ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით გენერალურ დირექტორს დავით დოლაბერიძეს და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ თითოეულ წევრს მასპინძლობისთვის.