სპექტაკილი თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „საპოვნელა“ ერთი დღით ჯადოსნურ კინოთეატრად გადაიქცა და თერჯოლის მესამე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები წარმოდგენაზე მოიწვია. დღემ სასიამოვნოდ და სახალისოდ ჩაიარა. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და დადებითად აისახება მათ გუნება განწყობილებაზე.