საგურამოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ “იალონში” კულინარიის დღე მოეწყო. ამ დღისთვის ჩვენი სერვისით მოსარგებლეები განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა კულინარიული გამოწვევები დაძლიონ და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ.
კულინარია მხოლოდ კერძის მომზადების პროცესი არ არის, ის ერთგვარი თერაპიაა, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს ისეთი სოციალურ – ემოციური უნარების განვითარებას, როგორიცაა: პასუხისმგებლობის გრძნობა, სისუფთავის დაცვა, თანამშრომლობა, დაგეგმვა და არჩევანის გაკეთება, გაზიარება – სხვისთვის განაწილება. კულინარიული აქტივობები ცენტრის სერვისით მოსარგებლეებს თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის რწმენას მატებს. კერძის მომზადებისას ისინი თავს ართმევენ გარკვეულ ამოცანას, საკუთარი წვლილი შეაქვთ ცენტრის ცხოვრებაში და გრძნობენ, რომ მნიშვნელოვანნი არიან

