ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ სერვისით მოსარგებლეების სტუმრობა ბოტანიკურ ბაღში

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ სერვისით მოსარგებლეები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრენ და მის დენდროფლორას გაეცნენ, რომელიც წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ბოტანიკური ბაღში სეირნობა და მხიარული პიკნიკი. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და დადებითად აისახება ბავშვთა ფსიქო–ემოციურ მდგომარეობაზე.