სამშენებლო კოლეჯში „კონსტრუქტ2 „ ვიზიტი

პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში თერჯოლის და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეები სამშენებლო კოლეჯს კონსტრუქტ2 • Construct2 ესტუმრენ.

ადგილზე დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა – სასწავლო, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული პროგრამების შესახებ, შეხვდნენ სპეციალისტებს და მათთვის საინტერესო პროფესიებზე ისაუბრეს. ორგანიზაცია, ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, მსგავსი აქტივობებით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განსაზღვრონ – პრიორიტეტული პროფესიები და სასწავლო პროგრამები, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიძლიერონ უნარები და მიეცეთ შესაძლებლობა სრულფასოვნად ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე..