გერმანიის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი ზუგდიდის თერაპიულ ცენტრში

ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
(HEAD), გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს ზუგდიდის თერაპიულ ცენტრში
უმასპინძლა.
გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
შეგვექმნა ჯანსაღი, მდგრადი და თანამედროვე სივრცე ბავშვებისთვის, საჭიროებაზე
დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიული სერვისებით.
HEAD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კუპატაძემ სტუმრებს
დაათვალიერებინა თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ცენტრის
სივრცე – თერაპიული, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახები.კიდევ ერთხელ
გვინდა მადლობა გადავუხადოთ გერმანიის საელჩოს მხარდაჭერისთვის და იმ
მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის, რაც პროექტის განხორციელების შედეგად
მოგვეცა.