ინგლისური ენის სასაუბრო კლუბის მუშაობის შეჯამება

დასრულდა ინგლისური ენის სასაუბრო კურსის პირველი ჯგუფის შეხვედრები. მონიკამ და სარამ, მშობლები და ინგლისური ენის პედაგოგი თამთა ხარაბაძე მოიწვიეს და ორთვიანი სამუშაო პროცესი შეაჯამეს. კურსის მიზანი იყო ბავშვებს მხიარულ, სასიამოვნო და საინტერესო გარემოში გაეუმჯობესებინათ კომუნიკაციის და სასაუბრო ინგლისურის უნარები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩრდილების თეატრი, რომლის სცენარიც ბავშვებმა, ინგლისურ ენაზე, ერთობლივად მოიფიქრეს. გარდა სპექტაკლისა, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ კურსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო მასალა ეხილათ. შეხვედრის ბოლოს კი კურსის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის კურსის თითოეულ მონაწილეს და მშობლებს, ასევე პედაგოგს თამთა ხარაბაძეს მხარდაჭერისთვის. თუ თქვენც დაინტერესდით და გსურთ, თქვენმა შვილმაც კვირაში ორი დღე, ერთი საათით მხიარულ, სასიამოვნო და საინტერესო გარემოში გაატაროს, კომუნიკაციის უნარებთან ერთად გაიუმჯობესოს სასაუბრო ინგლისური, 28 თებერვლამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdmo2P8FabOEVnH8HAjoFI7IQgFSMiqITO0NRC6U4XEHfhP3g/viewform?fbclid=IwY2xjawIpO0xleHRuA2FlbQIxMAABHU6XaD4GfS_cRQnRlxL1iWe-sJ3jIGIjSmYXNUYGGE9uld-XSiPz1_aUpA_aem_bYG9B1IjLDzd4Zrz_Y9AIQ