სპეციალური ვიზიტორები ბაღდათში

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „დიმნა“ ლილი ფულარიანი „დიმელ ქალებთან“ ერთად ესტუმრა, ბავშვებს საჩუქრები და სამუშაო მასალა გადასცა და მათთან ერთად მხიარული და საინტერესო აქტივობებით დატვირთული, რამდენიმე საათი გაატარა. დღის ბოლოს დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და კვლავ სტუმრობის დაპირებით დაგვემშვიდობენ. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სოციალური, კომუნიკაციური უნარების განვითარებას და დადებითად აისახება მათ განწყობებზე.