ვიზიტი ინკლუზიურ თეატრში „აზდაკის ბაღი“

თერჯოლის და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეები ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლის „Helldos“ ჩვენებას დაესწრნენ. ერთი საათის განმავლობაში, მათ ქონდათ შესაძლებლობა, სპექტაკლის გმირებთან ერთად, სხვა სამყაროში ემოგზაურათ, თვალი ედევნებინათ ორი მეგობრის სიყვარულისთვის ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ. სპექტაკლი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბავშვებისთვის.