დიდი ჟრიამული, მხიარულება და საჩუქრების “ცვენა” იყო დღეს სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში “ლამპარი”. ცენტრის ადმინისტრაციამ, მეგობრები და მხარდამჭერები საახალწლო ნაძვის ხესთან მოიხმო, მათთან ერთად, წლის მნიშვნელოვანი მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებას ასევე საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის ხელმძღვანელი, მშობლები და ცენტრის მეგობრები ეწრებოდნენ – ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე. ღონისძიება დღის ცენტრის აღსაზრდელებმა წარმოდგენით გაალამაზეს და მოწვეულ სტუმრებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს. დღის ყველაზე ბედნიერი ნაწილი, ცენტრის აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემაა. წელსაც, მათი საახალწლო სურვილები ჩვენი მეგობარი ორგანიზაციების – Crystal • კრისტალის თანამშომლების, Credo Bank / კრედო ბანკის“და ლაზიკა კაპიტალი – Lazika Capitalის მხარდაჭერით ავუსრულეთ. ღონისძიების დასასრულს, ცენტრის ადმინისტრაციამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად საახალწლო ტორტი საზეიმოდ გაჭრა. ტორტი გურმანიმა, სპეციალურად დღევანდელი დღის აღსანიშნავად საჩუქრად გადმოგვცა და დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა!