საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

13 დეკემბერს, ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის წარმომადგენლებმა გამართეს მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისები საქართველოში, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე“. შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, სოციალური მომსახურების საგენტოს, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონალური სერვის ცენტრის ოჯახის გაძლიერების კონსულტანტები და დაინტერესებული მშობლები. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეეტით დაფინანსებული სოციალური პროგრამების შესახებ, ასევე იმსჯელეს გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მრგვალი მაგიდის შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდში” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საელჩოს მიერ საქართველოში. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.