მრგვალი მაგიდის შეხვედრა სოციალური პროგრამების თემაზე

ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის, ენისა და მეტყველების თერაპევტებთან ერთად აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მშობლებისთვის. საინფრომაციო შეხვედრების ფარგლებში სოფელ რუხის, ჭითაწყაროს, ცაცხვის და ზუგდიდის მე–4 საბავშვო ბაღებში განახორციელეს ვიზიტები, რომლის მიზანს ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და მსმენელებისთვის ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ოჯახის და საბავშვო ბაღის როლზე ბავშვის აღზრდა–განვითარების პროცესში. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდში” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საელჩოს მიერ საქართველოში. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.