ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის წარმომადგენლებმა და ენისა და მეტყველების თერაპევტებმა ზუგდიდის საბავშვო ბაღებში, აღმზრდელებისა და მშობლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანს ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და მსმენელებისთვის ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ოჯახის და საბავშვო ბაღის როლზე ბავშვის აღზრდა–განვითარების პროცესში. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდში” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საელჩოს მიერ საქართველოში. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.