თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ აღსაზრდელები სოფელ ძევრში, საგვარჯილეს ტურისტული ცენტრს ესტუმრნენ და დღე სასიამოვნოდ გაატარეს. დღის ბოლოს დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სოციალური, კომუნიკაციური უნარების განვითარებას და დადებითად აისახება მათ განწყობებზე.