სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო სოციალური პროგრამების შესახებ

ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მცხეთა – მთიანეთში და ზუგდიდში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის, ბაღის აღმზრდელებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე “ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების შესახებ”. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის მონაწილეებს არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. შეხვედრა კითხვა – პასუხის ფორმატში გაგრძელდა, მოწვეულმა სტუმრება მოისმინეს მშობლების რეკომენდაციები და საჭიროებები. სამუშაო შეხვედრები ჩატარდა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.