ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მცხეთა მთიანეთში და ზუგდიდში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის, ბაღის აღმზრდელებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების შესახებ, ასევე მსმენელები აღჭურვა თვითადვოკატირების პროცესში საჭირო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით. შეხვედრები ჩატარდა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.