ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) მიერ ადმინისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სქესობრივი განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან“. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი თინათინ კოშკაძე. მსმენელებს ქონდათ შესაძლებლობა, გარდა თეორიული ცოდნისა, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები სპეციალისტისგან. ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში მოგვეცა, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.