ნენეს და ცოტნეს დაბადების დღე

ოქტომბერი დიდი მხიარულების თვეა ბაღდათის დღის ცენტრისთვის „დიმნა“, ამ თვეში ნენეს და ცოტნეს დაბადების დღე აღვნიშნეთ. ცენტრის მეგობრებმა ბუშტებით, ფოიერვერკით, სიმღერითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს მათ დაბადების დღე, ერთად ჩააქრეს ტორტი და ბევრი სურვილიც ჩაიფიქრეს. მილოცვებს და კეთილ სურვილებს ორგანიზაციაც უერთდება, გულწრფელი და თბილი სურვილებით ვულოცავთ ნენეს და ცოტნეს დაბადების დღეს! გვსურს, ყოველწლიურად, მათთან ერთად გავიზარდოთ, განვვითარდეთ და ერთად აღვნიშნოთ წინსვლა და წარმატებები.