მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, დაინტერესებული მშობლებისთვის გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგთან ლაშა დავითიძესთან. შეხვედრაზე მსმენელებს შესაძლებლობა ქონდათ დაესვათ კითხვები და მათთვის საინტერესო საკითხებზე კომპეტენტური პასუხები მოესმინათ. შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში მოგვეცა, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.