სამტრედიის დღის ცენტრის ბენეფიციარების ექსკურსია

სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ აღსაზრდელებისთვის დაუვიწყარი დღე მოეწყო ბათუმის დელფინარიუმში. დელფინების შოუმ ბავშვებში ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია, რომელიც დიდხანს გაყვებათ. ამ სასიამოვნო დღის განხორციელება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იქნა შესაძლებელი, რომელმაც ტრანსპორტირება უზრუნველყო. დღის ცენტრი ასევე მადლობას უხდის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და დელფინარიუმის დირექციას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.