საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ,,იალონი“ სერვისით მოსარგებლეები ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში და ილია მართლის ტაძარში იმყოფებოდნენ. მუზეუმის ადმინისტრაციამ, დღის ცენტრის აღსაზრდელებს, უფასოდ უმასპინძლა და მათ საინტერესო მეგზურობა გიდმა გაუწია. ინფორმაცია, რომელიც მუზეუმის და ილიას შესახებ, სერვისით მოსარგებლეებმა მოისმინეს, შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა – გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და დღის შეჯამება ბუნებაში გადაწყვიტეს. დღის ბოლოს დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სოციალური, კომუნიკაციური უნარების განვითარებას და დადებითად აისახება მათ განწყობებზე.