დასახელება: განაახლე ავეჯი და ინვენტარი სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „ლამპარი“
დონორები / პარტნიორები: უკანასკელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდი საქართველოში; საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის.
განხორციელების ტერიტორია: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ქ. სამტრედია
განხორციელების ვადა: 01.09.2024–28.02.2025 წ.
პროექტის ბიუჯეტი: 4 955,83 GEL
მიზანი: სამტრედიის დღის ცენტრის აღჭურვა მატერიალურ–ტექნიკური ბაზით, ხარისხიანი მომსახურებისათვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 ბავშვის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სერვისით მოსარგებლე ბავშვების მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები
მიღწეული შედეგები:
- შექმნილია საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სამუშაო სივრცე 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის;
- აღჭურვილია დღის ცენტრის სივრცე მატერიალურ – ტექნიკური ბაზით – ხარისხიანი მომსახურებისთვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით;
- გარემოს გაუმჯობესების პარალელურად გაზრდილია მომსახურების ხარისხი და სპეციალისტების მოტივაცია.