ვაკანსია

ვაკანსიის დასახელება: ადრეული განვითარების სპეციალისტი

მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის

სამუშაო ადგილი: თერჯოლა

სამუშაო საათები: სრული, ინდივიდუალური გრაფიკი

გამოქვეყნების თარიღი: 16.08.2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 
29.08.2023

ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის 2022 წლის 16 მაისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ შექმნილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.

მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაცია ადმინისტრირებას უწევს დღის ცენტრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში, ასევე მეტყველების თერაპიის ცენტრებს ქუთაისსა და ზუგდიდში. 2023 წლიდან ორგანიზაცია კიდევ ორ დღის ცენტრს გახსნის ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სერვისების მიწოდების მაღალი ხარისხის შენარჩუნების პარალელურად, ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის მომავალშიც, სამიზნე ჯგუფებს არაერთ საინტერესო პროექტსა და საჭირო სერვისს შესთავაზებს.

კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული გადამზადება “კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის” ორგანიზაციის მიერ ონლაინ ტრენინგით.

“კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის” პროფესიული გადამზადების (თეორიული/პრაქტიკული კურსი) ღირებულებაა 1500 ლარი, ტრენინგის ხანგრძლივობა 3 თვე. თითოეულ შერჩეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად იქნება შეთანხმებული კურსის საფასურის გადახდის პირობები. გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.

აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება მუდმივად ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება კურიკულუმზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით;
  • შეფასების შემდგომი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის გაწერა;
  • გაწერილი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის განხორციელება;
  • მშობელთა ან სხვა საჭირო დაწესებულებების კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • ინკლუზიურ სკოლამდელ ან სასკოლო განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა;
  • თემში არსებული ასაკისა და საჭიროების შესაბამის მომსახურებებში ჩართვის ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი დაწესებულების მიერ პირველი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ინდივიდუალური და/ან ჯგუფური სამუშაო/ შეხვედრების მონაწილეობა;
  • მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ქცევის მართვისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში/პედაგოგიკასა თუ დაწყებით განათლებაში ან მონათესავე სფეროში;
  • ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

პიროვნული თვისებები:

  • თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია – მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
  • ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა – სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი
  • გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • წერითი უნარ-ჩვევები

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები ელფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com “თემაში” მიუთითეთ – პედაგოგის სტაჟირება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის მე-4 შეს. #8

საკონტაქტო პირი: სოფიო კუპატაძე
საკონტაქტო ტელ: 0431 25 13 33;

საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 16 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.