დიანამ სკოლის დასრულების შემდგომ, აკადემიური განათლება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტზე გააგრძელა.
კვალიფიკაციის ასამაღლებლად მან არაერთ ტრენინგსა და მოკლე საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
ის 2015 – 2018 წლებში ქართული-ამერიკული სკოლის, პროგრესის გუნდის წევრი იყო. 2019 წლიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში, იგი მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე მუშაობდა. ორგანიზაციას ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის 2022 წელს შემოუერთდა. დიანას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე ის იყენებს საკომუნიკაციო სიტუაციებსა და თამაშებს, ინფორმაციის გაცვლის მრავალფეროვან მეთოდსა და საშუალებას, რათა ბავშვებმა გაიუმჯობესონ მეტყველება და ლექსიკა.