საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ „იალონს“ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები ეწვივნენ

დავით კვერნაძემ (მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი), ნინო გზირიშვილმა (მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი, ხანგრძლივი ვიდეო-ეეგ მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), დოდო გრიგოლიამ (ბავშვთა ნევროლოგი,ფიზიოლოგი),

რუსუდან ზურაბიანმა (ფსიქოლოგი) დღის ცენტრის 16 ბენეფციარს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს – ჩატარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, გასინჯვა, საჭიროებიდან გამომდინარე, გადაღება
პროცედურების დაწყებამდე, მედიკოსები ბენეფიციარებსა და მათ მშობლებს გაესაუბრნენ, ინფორმაცია მიაწოდეს და ისაუბრეს პროცედურების მნიშვნელობის შესახებ.