სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ აღსაზრდელები ესტუმრნენ. მათ ბაზაზე გაშენებული ხეხილის კოლექცია დაათვალიერეს და ბლის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას ხეხილის კოლექციაში დაცულია თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების საკოლექციო ნარგაობა – 42 ადგილობრივი და 270-ზე მეტი ინტროდუქცირებული ჯიში.
იალონის აღსაზრდელების ვიზიტი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც ბავშვების კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებაში ჩართვაა, რაც ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.