ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის

ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაცია.

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევისთვის და განვითარებისთვის
ჩვენ შესახებ

ისტორია

„ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ (HEAD) დამოუკიდებელ ორგანიზაციად 2022 წლის 16 მაისს „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ ჩამოყალიბდა, თუმცა მისი საქმიანობა 2008 წლიდან „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ერთ–ერთი პროგრამული მიმართულების – ბავშვთა დაცვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო და ადმინისტრირებას უწევდა ოთხ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს.

დღის ცენტრები

„ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ (HEAD) – საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან. დღის ცენტრების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ორგანიზაციას დაუგროვა ექსპერტული ცოდნა ჯანსაღი, მდგრადი და საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების. მიმდინარე ეტაპზე, HEAD -ი ადმინისტრირებას უწევს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებს: ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და საგურამოში. მომსახურება მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა მხარდაჭერას, სწავლებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ქუთაისი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო“

სამტრედია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ლამპარი“

თერჯოლა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „საპოვნელა“

საგურამო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი „იალონი“

სპეციალური სერვისები

„ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების  და განვითარებისთვის“(HEAD) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესების მიზნით, გთავაზობთ მრავალფეროვან თერაპიულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება ბენეფიციარების ინდივიდუალურ საჭიროებებს და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობებისა და ნიჭის განვითარებას.

ენისა და მეტყველების თერაპიის ცენტრები
ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია
სიახლეები

ვაკანსია ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსია

ვაკანსია

ნახატების კონკურსის გამარჯვებული

მოხარულები ვართ გაგაცნოთ ჩვენი ნახატების კონკურსის გამარჯვებული!

ახალი ამბები

სტუმრად “მაკ ჯორჯიასთან”

ინიციატივის „მოდი ვითამაშოთ ერთად“ ფარგლებში, მოხალისეები ორგანიზებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეკრებას და მათთან ერთად გასართობი ღონისძიებების მოწყობას.

ახალი ამბები
რესურსები
ანგარიშები
კვლევები
საკანონმდებლო ბაზა
სახელმძღვანელოები

ჩვენი დონორები და პარტნიორები