გასული სამი წლის განმავლობაში HEAD–მა გახსნა ახალი დღის ცენტრი ბაღდათში, გააფართოვა და დაამატა ახალი თერაპიული სერვისები თერჯოლის დღის ცენტრის ბაზაზე, გააუმჯობესა დღის ცენტრის სერვისები სამტრედიაში, საგურამოს დღის ცენტრში დაამატა ახალი თერაპიული სერვისები, მათ შორის როგორიცაა „თიხაზე მუშაობა“.
ხუთი ლოკაციით, პროგრესული, საჭიროებებზე მორგებული და უფლებებზე დაფუძნებული თერაპიული სერვისებით, ჩვენ შეგვიძლია მოვემსახუროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემს მთელი საქართველოს მასშტაბით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს აქ: https://head.org.ge/