შერმალანდმა საგურამოს ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა

Shermaland•შერმალენდიმ საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონის“ სერვისით მოსარგებლეებს უმასპინძლა და ისეთი დღესასწაული აჩუქა მათ, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ!

Shermaland•შერმალენდის მხიარულმა და ენერგიულმა წამყვანებმა ჩვენს ბავშვებს და პირებს ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები აჩუქეს, მათთან ერთად ითამაშეს, კარაოკე იმღერეს და იცეკვეს, ბოლოს სიამოვნებით დაღლილებს გემრიელობებით უმასპინძლეს.

მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის Shermaland•შერმალენდის ადმინისტრაციას და იმედოვნებს, რომ „იალონსა“ და „შერმალენდს“ შორის დაწყებული მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება!