ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში ორგანიზაციამ – ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობით, ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური კონსულტაციები გამართა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში, ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ისარგებლონ უფასო სტომატოლოგიური მომსახურებით.