კულინარიის დღე“ ყველაზე გემრიელი, ტკბილი და მხიარული დღეა ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში.
ამ დღისთვის სერვისით მოსარგებლეები განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა პედაგოგების დახმარებით კულინარიული გამოწვევები დაძლიონ და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. გარდა იმისა, რომ ისინი თავიანთი ხელით მომზადებულ, გემრიელ კერძებს აგემოვნებენ, მათ ემატებათ თვითშეფასება, შესაძლოა ცენტრში ნასწავლი რეცეპტებით, ოჯახის წევრებსაც გაუმასპინძლდნენ და რაც მთავარია, გუნება-განწყობა გაიუმჯობესონ.
ამჯერად ცენტრებმა ქართული და იტალიური კულინარიის მთავარი კერძების მომზადება დაისახეს მიზნად, სერვისით მოსარგებლეებმა ხინკალი და პიცა თავიანთი ხელით მოამზადეს და ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ.
ორგანიზაციის „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში კულინარიული დღეები ხშირად ეწყობა. ყოველ ჯერზე, სერვისით მოსარგებლეები, ახალახალ რეცეპტებს სწავლობენ და ახალახალ გამოწვევებს უმკლავდებიან.