პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამა

პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში თერჯოლის და სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეები კოლეჯ „იბერიას“ ესტუმრენ.

ადგილზე დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული პროგრამების შესახებ, შეხვდნენ სპეციალისტებს და მათთვის საინტერესო პროფესიებზე ისაუბრეს.

ორგანიზაცია, ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, მსგავსი აქტივობებით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განსაზღვრონ – პრიორიტეტული პროფესიები და სასწავლო პროგრამები, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიძლიერონ უნარები და მიეცეთ შესაძლებლობა სრულფასოვნად ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე.