მოხალისეები თერჯოლის დღის ცენტრში

ორგანიზაცია „პოზიტიური ვირუსის“ მოხალისეები უკვე რამდენიმე თვეა ჩვენს დღის ცენტრებს სტუმრობენ და ბავშვებს სხვადასხვა სახალისო, განმავითარებელი და შემეცნებითი აქტივობებით ანებივრებენ.

ამჯერად თერჯოლის დღის ცენტრს „საპოვნელა“ ეწვიენ და სერვისით მოსარგებლეების დღე სასიამოვნო და პოზიტიური ემოციებით დატვირთეს.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვთა ფსიქო – ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას და დადებითად აისახება ცენტრის მუშაობაზე.