მეხანძრეებთნ ვიზიტი

მეხანძრე მაშველის პროფესიის გაცნობის და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით ქუთაისის, ბაღდათის და სამტრედიის დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებისთვის მოეწყო სასწავლო ვიზიტი სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში.

მეხანძრე მაშველებმა სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი აქტივობებით, სერვისით მოსარგებლეებს სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სიმულაციური ვარჯიში ჩაატარეს, რომელიც მოიცავდა ხანძრის ჩაქრობას და ევაკუაციას.

ბავშვებმა ასევე დაათვალიერეს სახანძრო სამაშველო ინვენტარი და გაეცნენ მათი მოხმარების წესებს.

ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქუთაისის, ბაღათის და სამტრედიის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს.