ბაღდათის დღის ცენტრის „დიმნას“ სერვისით მოსარგებლეები ბაღდათის თოჯინების თეატრმა სპექტაკლზე “ოქროს წიწილა” მიიწვია.
სპექტაკლი მეთოჯინეთა და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.
მსგავსი სახის აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას და დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე.