მაკდონალდსის მონახულება

კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო დღე აჩუქა კომპანია „მაკდონალდსმა“ თერჯოლის და სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებს, მათ ქუთაისში უმასპინძლა და სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები შესთავაზა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბავშვებისთვის საწარმოო პროცესის გაცნობა იყო.

ღონისძიება მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწობას, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილებას და ბავშვზე მზრუნველობას.

„მაკდონალდსისა“ და ჩვენი ბავშვების მეგობრობა წლებს ითვლის, გვახარებს ის ფაქტი, რომ ისინი მუდამ მზად არიან ორგანიზაციის კეთილი წამოწყებების მხარდამჭერები იყვნენ.