„კულინარიის დღე“ ყველაზე გემრიელი და ტკბილი დღეა ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში. ამ დღისთვის სერვისით მოსარგებლეები განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა პედაგოგების დახმარებით კულინარიული გამოწვევები დაძლიონ და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ამჯერად საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონის“ სერვისით მოსარგებლეებმა მარმელადების მომზადება ისწავლეს, დღის ბოლოს ნუგბარი სიამოვნებით დააგემოვნეს და თავიანთი მიღწევები შეაფასეს.