მეგობრები, ორგანიზაცია Positive Virus -იდან აგრძელებენ ჩვენს დღის ცენტრებში სტუმრობას და ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო, განმავითარებელი და შემეცნებითი აქტივობების შეთავაზებას.
ამჯერად, ბაღდათის დღის ცენტრში „დიმნა“ გატარებულ სასიამოვნო და პოზიტიური დღეების შესახებ გიყვებით, ყოველი მათი სტუმრობა ბავშვებისთვის დადებითი ემოციების და სასიამოვნო მოგონებების დღეებია.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვთა ფსიქო – ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას და დადებითად აისახება ცენტრის მუშაობაზე.