ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „დიმნა“ შშმ პირთა კავშირის „რწმენა და იმედის“ წევრები ესტუმრენ და ბავშვებთან ერთად საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.
განსაკუთრებით საინტერესო ბავშვებისთვის პარაოლიმპიური სპორტის სახეობის – ბოჩას თამაში იყო.
ბოჩა არის საშუალება, რომელიც ავითარებს კუნთებსა და სიზუსტეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქტიური ცხოვრების საშუალებას აძლევს, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხსა და საზოგადოებაში ჩართულობას.