ეწვიეთ მაკდონალდსს

McDonald’sმა ქუთაისის და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებს უმასპინძლა. სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და სახალისო აქტივობების შეთავაზებით ეს დღე, დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის, დაუვიწყარ და სასიამოვნო მოგონებად გადაიქცა. ღონისძიება მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწობას, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილებას და ბავშვზე მზრუნველობას. ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის McDonald’sს მრავალწლიანი უანგარო მეგობრობისთვის.