ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეები კოლეჯ „იბერიას“ ბაღდათის ფილიალს ესტუმრენ.
ვიზიტი პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, კოლეჯის ინფრასტრუქტურის და პროფესიული პროგრამების გაცნობის მიზნით განხორციელდა.
ვიზიტზე ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული პროგრამების შესახებ, შეხვდნენ სპეციალისტებს და მათთვის საინტერესო პროფესიებზე ისაუბრეს.
ორგანიზაცია, ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, მსგავსი აქტივობებით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განსაზღვრონ – პრიორიტეტული პროფესიები და სასწავლო პროგრამები, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიძლიერონ უნარები და მიეცეთ შესაძლებლობა სრულფასოვნად ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე.