ეწვიეთ გაბაშვილის პარკს

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ სერვისით მოსარგებლეები, სპეციალისტებთან და მშობლებთან ერთად გაბაშვილის პარკს ეწვიენ და დღე სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარეს.

ვიზიტის ინიციატორები და მხარდამჭერები მონიკა და სარა, ჩვენი გერმანელი მოხალისეები იყვნენ.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, აუმჯობესებს მათ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს და დადებითად აისახება ბავშვების განწყობებზე.